ხარაგაულთან რკინიგზის მშენებლობაზე სატვირთოები ერთმანეთს შეეჯახნენ - არის მსხვერპლი

ხარაგაულთან რკინიგზის მშენებლობაზე სატვირთოები ერთმანეთს შეეჯახნენ - არის მსხვერპლი

ტრაგიკულად დასრულდა სამშენებლო მოედანზე ორი სატვირთოს შეჯახება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად სატვირთოს მძღოლი დაიღუპა. დამატებით დეტალები ზუსტდება. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე მუხლით (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე ისჯება.

40 კილომეტრის სიგრძის ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“. ეს კომპანია საქართველოში სკანდალის ცენტრში არაერთხელ აღმოჩნდა. "სპუტნიკის" ცნობით, წელს იანვარში სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში სამშენებლო სამუშაოების დროს მოხდა აფეთქება, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა.