"მიიღებს თუ არა "რუსთავი 2" ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას? ვფიქრობ, რომ ტელეკომპანიის მესვეურებმა ეს წინადადება უნდა მიიღონ, რადაგან ისინი ყველაზე ბევრ კითხვებს სვამენ ივანიშვილის მიმართულებით, ახლა კი აქვთ შანსი, პასუხები მიიღონ მთავარი ბრალდებულისგან. თუ ამ შეხვედრაზე არ მივლენ, არ ვიცი, რითი უნდა გაიმართლონ თავი, ხომ აქვთ კითხვები?" - განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხუშვილმა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფრმაციის კომენტირებისას, რომ "რ2 საკუთარ პოზიცის დღის ბოლომდე გაასაჯაროვებს."
"კარგი იქნება ასეთი შეხვედრა. ბიძინა ივანიშვილს აქვს დასადასტურებული, რა ხდება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში შეიქმნა და ჩანაწერებშიც გაჟღერდა; მან ან უნდა მოახდინოს მისი დენონსირება, ან თქვას, რომ ამ პროცესებში მისი მონაწილეობა არის ნულოვანი. მთავარია, რა მიმართულებით წავა ბიძინა ივანიშვილი, იტყვის, რომ ქვეყანაში არანიარი პრობლემები არ არის, რაც შეცდომაა, თუ ყველაფერ ამას გაემიჯნება? ეს არის ამ შეხვედრის მთავარი კითხვა," - აცხადებს ხუხაშვილი.
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს 23 ოქტომბერს 22 საათზე მასთან ინტერვიუზე იწვევს. ესენია "იმედიდან" ირაკლი ჩიხლაძე, "რუსთავი 2"-დან გიორგი გაბუნია და "ტვ პირველიდან" ინგა გრიგოლია.