ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს:
„სამგორიდან ლილოს მიმართულებით მეტროსადგური აშენდება არა?
ეგ საკენკი თქვენს კოორდინატორებს დაუყარეთ და თუშეთში, სოფელ შენაქოში ჩანგრეული ხიდი აღადგინეთ.
ტყვიავში მაგარი ამბებია.
სარწმუნო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია რომ ბიძინა ივანიშვილის მფრინავის, მეზვრიშვილის ნათესავი, ლალი კუსრაევა სოფლის მოსახლეობაში სალომე ზურაბიშვილის პროპაგანდას აგესიულად ეწევა.
იმ ადამიანებს ვინც სოციალურ დახმარებას იღებს, კატეგორიულად სთხოვს რომ ზურაბიშვილს მისცენ ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება, რომ მათ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან.
ერთ-ერთმა ტყვიაველმა ამ აქტივისტკას სტუმრობისას პოლიცია გამოიძახა. საქმეს ტყვიავის პოლიციის განყოფილება იძიებს" - წერს შორენა მარსაგიშვილი.