სოციალური ქსელის მომხმარებეი ლევან ადეიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„რატომ წააგებთ არჩევნებს ნაცებო..
საქმე იმაში კი არაა, რომ ივანიშვილი ან ოცნებაა კარგი ან რასაც ოცნებაზე ლაპარაკობთ, ყველაფერი ტყუილი.
ეს ყველაფერი ჩვენც კარგად ვიცით და ჩვენც ვხედავთ.
საქმე და პრობლემა თქვენშია..
როგორ მოუგო სამოქალაქო ომი მშიერ ტიტველა და ცუდად შეიარაღებულმა წითელი არმიის პროლეტარებმა გაწრთვნილ, დისციპლინირებულ და გამოცდილ თეთრგვარდიელებს?
იმიტომ კი არა, რომ მარქსიზმის რუსული განშტოება ბოლშევიზმი იყო მართალი და ადამიანური იდეოლოგია ! არამედ ღრმად ძვლებამდე გამჯდარი იყო რუს ღარიბებში თავადაზნაურობის სიძულვილი.
უდიდესი მქკ-ი სტიმულატორთა შორის!
ის აგდებული კი არა, დამამცირებელი მოპყრობა პირუტყვს რომ არ აკადრებს ოდნავ წესიერი კაცი!
ფიგურალურად რომ ვთქვა რევოლუცია მოიგო პაშოლ ვონ--მა.
დილით საუზმის შემტან მოსამსახურეს თავდახრილს და მორჩილს მაინც პაშოლ ვონს რომ გამოუცრიდა ზიზღით.
კბილებიდან ბარინი!
ხოდა თქვენც სადიზმი დათესეთ და სიძულვილი მოიმკეთ.
ეს გაუნელებელი სიძულვილი წაგაგებინებთ არჩევნებს!!
კიდე ვაშაძე მეგი გოცირიძე ბაქრაძე და გვარამია წაგაგებინებთ.
ოდნავ იკრეს სუნი სათუო გამარჯვების და ნახეთ რეებს იძახიან? დრელით კიდურების დახვრეტიდან ყველა მოწინაღმდეგის განდევნამდე და განდევნა განდონჩამოცმულ დუბინკას რომ ნიშნავს ესეც იცის საზოგადოებამ.
მიშას და სხვა გაქცეულებს შევიწყალებთო, ციხიდან ბაჩო ვანოს გამოვუშვებთო.
ამას რომ არჩევნების წინ იტყვის ის ბიძინას და ოცნების კადრია და არა თქვენი.
ამაზე მეტ სტიმულატორს არჩევნებზე მაინც მისვლის და თუნდაც უვარგისი ოცნებისათვის ხმის მიცემისათვის სალაროები რომ დაეღო ივანიშვილს ისიც ვერ მოახერხებდა!!
მთლად მწვერვალია მიშას განაცხადი ივანიშვილს განვაკულაკებო !!
ივანიშვილზე რომ არ დატორმუზდება, ყველა ვხვდებით და ბუნება რომ კვლავ ყაჩაღური დარჩა, ესაა თვალსაჩინო მაგალითი!!
ხოდა თქვენს ბუნებას რომ ჭკუა ჯაბნიდეს ხელისუფლება არ გენდომებოდათ!
უამრავი თქვენი მომხრე კოლექტიური კიზირიები თუ კემულარიები, რომლებიც რომც არ გინდოდეთ, ისე შეგაყენებენ ძველ გზაზე.
ნათლად გვაქვს წარმოდგენილი თუ 15 წელი სიძულვილ და დამცირება ნაგროვები ძალიან მალე როგორც სადავეებს სრულიად აიღებთ ხელში და ყველგან თქვენს ჟანგუსოებს განაწესებთ.
რა ახალ ცოდვის კალოს დაატრიალებთ!
ვიცი, ვუშვებ, რომ ფიქრობთ ამან დაგვღუპა და შევეცდებით აღარ ვქნათო, მაგრამ
ვერც საკუთარ ბუნებას გადააბიჯებთ და ვერც სისხლის მოყვარე მომხრეებს რომლებიც მხოლოდ ასეთი სანახაობის გამო არიან თქვენთან!!
ანარადა გადასარევად ხართ! არანაირი პასუხისმგებლობა კაი ცხოვრება ნაძარცვის შერგება და უხიფათო გარანტირებული მთავარი ოპოზიციენერობა!!
დაგღუპავთ ხელისუფლებაში მოსვლა თქვენც და ქვეყანასაც.
რადგან თუ აჯანყდა ხალხი აწი ისე აღარ დაიშლება ერთი ვიტრინა არ ჩამტვრეულაო რომ ვტრაბახობდით.
ძალიან ცუდად დაამთავრებთ!
კიდე უარესი შედეგი დადგება თქვენთვის თუ რევოლუციის მაგვარს შეეცდებით.
წარმოდგენა არ გაქვთ, რას იზამს თქვენგან გამწარებული ადამიანების თამადობით ხალხი თუ გარეთ გამოიყვანეთ!!
ან თუ ვერ შეძლო სრულიად დაჩაჩანაკდება და გაიცურცლება ქვეყნიდან! გინდათ ასეთი რეალობა?
გინდათ მხოლოდ გაპირუტყვებული საცოდავი მასა და მხოლოდ თქვენი პერვერსიული მომხრეები დარჩეს ქვეყანაში??
რაიმე კარგი გამოდნება აქედან? საბოლოოდ სულ ცუდად მთავრდება ასეთი რეალობები!!
უცხოები ვინც ამ სიცარიელეს შეავსებენ უფრო დიდ თავისტკივილად გექცევათ!! აი თუ ვინმე არ დაგინდობთ ესენი იქნებიან!!
დაგღუპავთ რამოდენიმე ლიდერის მანიაკური სწრაფვა ხელისუფლებისადმი!
ვფიქრობ რომ ძირითად მასას მეორე პლანის ლიდერებში კარგად ესმით ეს და არც ეხატებათ გულზე ასეთი ლიდერები მართვა და პერსპექტივა მითუმეტეს ჩვენც ვიცით როგორი მტარვალური ვერტიკალი გაქვთ პარტიაში.
კარგად თუ დაფიქრდებით აშშ-მ გადაგარჩინათ ივანიშვილის ხელით ხელისუფლებიდან რომ მიგაბრძანათ!!
ეცადეთ დიდხანს დარჩეთ იქ სადაც ხართ, ასე თბილად და ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე!!
მეტი რაც მოხდა, არაფერი გემუქრებათ!! ბოლო ბოლო მაინც
გამოუშვებს ციხიდან ოცნება ყველას და გააცილებს საზღვარგარეთ!!
სანამ აშშ ცოცხალია, არაფრით დაუშვებს თქვენი საქმიანობის სრულმასშტაბიან გამოძიება გამომზეურებას
რათა მათი შეცდომა და დანაშაულებრივი კავშირი არ გაცხადდეს ასეთ რეჟიმთან რომელსაც წარმატებულ პროექტად თვლიდა!! - წერს ლევან ადეიშვილი.