ხელისუფლების წარმომადგენლებს ზურაბიშვილის წიგნი წაკითხული არ აქვთ

ხელისუფლების წარმომადგენლებს ზურაბიშვილის წიგნი წაკითხული არ აქვთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის  განცხადებაზე, რომ სალომე ზურაბიშვილის წიგნის გარკვეულ ფრაგმენტებს რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს, ამბობს, რომ ეს წიგნი წაკითხული არ აქვს და არ იცის რაზეა საუბარი.

„ერთი რამ მკაფიოდ შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველის ხელისუფლების პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მკაფიოდ არის გაცხადებული, სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტებები სრულ თანხვედრაშია ამ პოზიციასთან. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართალთან იყოს სრულ შესაბამისობაში. ყველა პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს საერთაშორისო ფორმატში, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან”,- განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც ირკვევა მათი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის წიგნი არც უმრავლესობის ერთ ერთ წევრს, სოფო კილაძეს აქვს წაკითხული –  “თვითონ წიგნი მე წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვშიშობ, რომ ოპოზიცია ამ ყველაფრის არასწორად ინტერპრეტირებას ახდენს” ამბობს კილაძე თემის კომენტირებისას.