ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბავშვები ყველაზე კარგად გრძნობენ სუფთა ადამიანებს, აუტისტ ბავშვებს კი ეს გრძნობა განსაკუთრებით აქვთ განვითარებული... ასე ჩაეხუტა სოსო გოგაშვილს დღეს პატარა გაბრიელი, სასწაული ფოტოა მართლა!
სოსოს დიდი დამსახურებაა, რომ მალე აუტისტ ბავშვებს თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი „პეგასი“ ექნებათ!“ - წერს ჯღარკავა.