გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის

გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის" პროექტს აფასებს

„ ძალიან საინტერესო და საგულისხმო პროექტია, ერთ-ერთი მთავარი საკითხია  მიწისზედა მეტროს განვითარება თბილისში და ამისთვის შემოვლითი რკინიგზის  გამოყენება. მთლიანობაში, სწორი და დროული კონცეფცია შემოგვთავაზა დღეს პრემიერმა",- ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები"- ს თავმჯდომარე მიიჩნევს,რომ მნიშვნელოვანია პროექტის დაწყების დრო და ინტესნიურობა.

დღეს იყო განხილული  ტრანსპორტის საკითხები  თბილისთან მიმართებაში. მთავარი თემაა ელექტრომობილების შემოყვანა და ავტოპარკის  90 %-მდე ნელ-ნელა შეცვლა. ეს არის ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და  მომგებიანია იმ თვალსაზრისით, რომ ჰაერი უფრო სუფთა იქნება. მეორე თემა რომელიც იყო მნიშვნელოვანი და უფრო დეტალური, უკავშირდება  თბილისის სატრანსპორტო მაგისტრალებს . გარემოსდამცველებისთვის მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია და მხარდაჭერილი იქნება ჩვენგან. „ - განაცხადა ჩხობაძემ