მოძრაობა “ძალა ერთობაშია” საკუთარ ამომრჩეველს, ამჯერად, ბათუმში შეხვდა. გამომსვლელთა შორის იყო “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი და ამჟამად ოპოზიციური გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი მურმან დუმბაძე.
"40 000 კილომეტრი გავიარეთ, მთელი საქართველო – შავი მთიდან დაწყებული, შავი ზღვით დასრულებული. მოვიარეთ სოფელი, ხეობა, დაბა, ქალაქი, ორღობეები… გარწმუნებთ, ნამდვილად ვიგებთ ამ არჩევნებს. ამ სიარულში გრიგოლ ვაშაძესთან დავძმაკაცდი…
სახარება მოიტანა და დამადებინა ორივე ხელი. მივეფერე სახარებას, მაგრამ ვუთხარი – მე არ წავალ ოპოზიციაში, თუ ის ერთ პირობას შეასრულებს: 2018 წლის 29 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე შედის ავლაბრის რეზიდენციაში, თავის თანაშემწეს დაუძახებს, გამოართმევს A4 ფორმატის ქაღალდს, საკუთარი პერანგიდან ამოიღებს საკუთარ ავტოკალამს და მისი ლამაზი მარჯვენა, მტკიცე მარჯვენა ხელით დაწერს შემდეგი შინაარსის ბრძანებას: მე, საქართველოს პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე, ვბრძანებ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს მოქალაქეობა", – აღნიშნა მან.