ვაშაძის შეხედულება ქორწინებაზე:

ვაშაძის შეხედულება ქორწინებაზე: "როგორც ყველა ნორმალური კაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული"

“პირველი ქორწინება, შედგა, როცა 18 წლის ვიყავი… პირველი ქორწინებიდან უკვე მყავს შვილიშვილი” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, ისევე როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, თავადაც ორჯერ იყო დაქორწინებული. ვაშაძემ "პოსტსკრიპტუმთან" განაცხადა რომ ის, "მეორე სახელმწიფო ენას" მეგრულს სწავლობს. დღეს “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს აჭარაში ჰქონდა მხარდამჭერებთან შეხვედრა, სადაც მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.