"ლაშა ტალახაძე ერის გამყიდველის მოკავშირეა“ - გვარამია დიდ ჩემპიონს ზურაბიშვილის გამო ებრძვის

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სამარცხვინო ქვეყნის მოღალატეებს უწოდებს.

„სამარცხვინო ქვეყნის მოღალატის მხარდამჭერები! ყველა მესამეხარისხოვანი და სრულიად ურეპუტაციო ხელოვანი, მაფიოზის და, ცოლი ან შვილია და ვის რაში ადარდებს (უკეთესი ვერ შეკრიბეს, საბედნიეროდ). აი, ლაშა ტალახაძემ კი დამცა. აწი მაგის ჩემპიონობაც ფეხებზე მკიდია, რეკორდიც და ყველაფერი. ჩვეულებრივი ერის გამყიდველის მოკავშირეა და მორჩა“, - წერს „ფეისბუქზე“ ნიკა გვარამია.