რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქებისას ბავშვები დაშავდნენ

რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქებისას ბავშვები დაშავდნენ

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტოფარეხში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად, დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება ავტოფარეხის დემონტაჟის დროს მოხდა.