ყვარლის მუნიციპალიტეტში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს.
ყვარელსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში პლაკატების უმრავლესობა ჩამოხეულია და ზედ გრიგოლ ვაშაძის პლაკატი აქვს გადაკრული, ნაწილს კი წითელი საღებავით აქვს გაკეთებული წარწერა „მოღალატე“.
როგორც პირველ არხს „ქართული ოცნების“ ყვარლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, როსტომ სესიაშვილმა განუცხადა, საარჩევნო პლაკატები უცნობმა პირებმა გვიან ღამით ჩამოხიეს.
„ამის გამკეთებლები ადამიანებს არ ინდობდნენ და ცოცხით და დუბინკით უსწორდებოდნენ. რა გასაკვირია, რომ ქაღალდები არ დაინდონ“, – აცხადებს როსტომ სესიაშვილი.