აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია ფეისბუკის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„კანაფის ფესტივალიო…. ძალიან მძიმე სიტუაციაა ქალაქში ნარკომანიის მხრივ- ლამის 90იან წლებს მაგონებს! გუშინწინ 19 წლის ბიჭი მოიყვანეს მკვდარი, სავარაუდოდ ნარკოკომით (ექსპერტიზაზეა), გუშინ- 35წლის ბიჭი, ასევე თითქმის მკვდარი და ამ შემთხვევაში, ნამდვილად ნარკოკომით! გუშინ, თანამენემსეებმა “ღუდუშაურშიც” მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ (90-იანების სტილი). შემთხვევით გადარჩა…
როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?! გულით თანაგიგრძნობთ კოლეგებო, განსაკუთრებით- 112 ექიმებო!! ვხვდები რა მძიმე დღეშიც ხართ!
ამ იდიოტებმა კიდე- ფესტივალიო…“