ახალ სკანდალურ ჩანაწერებში მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება:
„აქ ვიღაცას უნდა, რომ სუსტი მხარეები დაიჭიროს და თქვას, ოთხი წელია ბაჩო და ვანო სხედან და მირზას რა აწკმუტუნებსო? ჩათლ...ის მეტი რა გვინახავს ცხოვრებაში. ეს უნდათ თქვან, რომ წუწუნებსო. მე ამას არ ვათქმევინებ. გენინსპექციის უფროსი ჩემი ძმაკაცია, რაც მე ამათზე ვიცი, აქ ვინც არიან, ზემოთ ვინც არიან, ყველაზე ეგ რომ დავუდო... გიგი კალანდაძე ჩემი ხელით შემყავდა ბაჩოსთან, ისხდნენ და კამერაში ნარდს თამაშობდნენ. ჩემი ხელით მაქვს შეტანილი პლანშეტი. აბა, ბაჩო უკეთესად უნდა იჯდესო და რა არ მესმოდა“, - აცხადებს სუბელიანი.