"პოლიციელები შემოვარდნენ, გაიტაცეს ჯაფარიძე და გააყოლეს „მგელი, დათვი და ბაყაყი“

პოლიციელები შემოვარდნენ, გაიტაცეს ზურაბ ჯაფარიძე და გააყოლეს კიდევ ბევრი ჩვენი აქტივისტი, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა წევრმა, ჰერმან საბომ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი" არ გაჩერდება და გააგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის.

„შს სამინისტრო სხვადასხვა აკრობატიკებს ატარებს ხოლმე, რომ გააპრავოს თავისი ქმედება. ყველა ადამიანი, ვინც იქ იყო, ან ლაივში უყურებდა, დამეთანხება, რომ ზურა ჯაფარიძესთან არავინ მისულა და არ უთქვამთ - ბატონო ზურაბ, წამობრძანდით. შემოვარდნენ, გაიტაცეს და გააყოლეს კიდევ ბევრი ჩვენი აქტივისტი - „მგელი, დათვი და ბაყაყი". როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, მას აქვს იმუნიტეტი. როცა მანქანაში სვამდნენ, პოლიციამ მითხრა, რომ ზურა არ არის დაკავებული. ის არის წაყვანილი გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად. ასეთ რაღაცეებს იფიქრებენ ხოლმე, რომ თავიანთი ქმედებები კანონის ჩარჩოებში დატოვონ. ამის განხილვა სერიოზულად არ მიმაჩნია", - აღნიშნა ჰერმან საბომ.