ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მკვდარია, ცხედარი კი გაუჩინარებული - საუდის არაბეთში 18 ადამიანი დააკავეს და მაღალჩინოსნები გაათავისუფლეს

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მკვდარია, ცხედარი კი გაუჩინარებული - საუდის არაბეთში 18 ადამიანი დააკავეს და მაღალჩინოსნები გაათავისუფლეს

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მკვდარია, ის სტამბოლში, საკონსულოს ტერიტორიაზე ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ქვეყნის გენერალურ პროკურორზე დაყრდნობით გაავრცელა.

ჰაშოგის გაუჩინარებამ ელ რიადს აშშ-სთან და თურქეთთან ურთიერთობა დაუძაბა. ამჯერად დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის განმარტებებს ნდობის ღირსი უწოდა.

საუდელები ირწმუნებიან, რომ ჟურნალისტი საკონსულოში მომხდარი ხელჩართული ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა მათ თავისი ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ.

ადგილობრივი მედიის ცნობით,ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დადასტურების შემდეგ საუდის არაბეთში 18 ადამიანი დააკავეს, საუდის არაბეთის მეფემ კი რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტო SPA-ს ცნობით, მან დაითხოვა საერთო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალი ახმედ ასირი და თავისი მრჩეველი საუდ ალ კატხანი.

არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის მმართველი დინასტიაზე კრიტიკული სტატიების ავტორი იყო ორ ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ხაშოგის სხეული მკვლელობის შემდეგ დაანაწევრეს და ამის დამადასტურებელი ჩანაწერიც არსებობს.

Amnesty International-ი ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების ინიციატივით გამოდის.