„ბადრის მკვლელობა წარმატებით გრძელდება და ამის მაგალითია ტვ „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა“

„ბადრის მკვლელობა წარმატებით გრძელდება და ამის მაგალითია ტვ „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა“

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების თემას კიდევ ერთხელ ეხმაურება სოციალურ ქსელში ექპერტი გია ხუხაშვილი.

„კიდევ ერთხელ, ბადრის საქმესთან დაკავშირებით:

ბადრის ნეიტრალიზაცია მაშინდელი ხელისუფლების სასიცოცხლო ამოცანა იყო და დარწმუნებული ვარ ასეთი გეგმები არსებობდა. თუმცა, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, 2 ნოემბრის შემდეგ მისი ლიკვიდაცია, ფაქტობრივად გარდაუვალს გახდიდა გაჩეჩილაძის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში. მიშას ეს მშვენივრად ესმოდა, ამიტომ დაიგეგმა არა ფიზიკური, არამედ მორალური განადგურება, დისკრედიტაცია, რაც სამწუხაროდ მაშინ მოახერხეს კიდეც.

საზოგადო მოღვაწე კვდება არა მაშინ, როცა ფიზიკურად ანადგურებენ, არამედ მაშინ, როდესაც ინგრევა მისი მემკვიდრეობა.

ამ გაგებით, ბადრის მკვლელობა, რაც მიშამ დაიწყო, ახლაც წარმატებით გრძელდება. ასეთივე მკვლელობის აქტია, მაგალითად, დღევანდელი ტვ იმედის სარედაქციო პოლიტიკა, რაც თავდაყირა აყენებს მის იმედებს და მემკვიდრეობას.“ - წერს ხუხაშვილი