„ოცნების“ ბიზნესმენი დეპუტატი ზურაბიშვილის დაფინანსებაზე უარს ამბობს

„ოცნების“ ბიზნესმენი დეპუტატი ზურაბიშვილის დაფინანსებაზე უარს ამბობს

გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, რომელიც შპს „იბოლიას“ მეწილეა, ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის კამპანიას არ დააფინანსებს.

„მე მის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო? სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, – განაცხადა მაკრახიძემ.

თუმცა, მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება“ მხარს ზურაბიშვილს დაუჭერს, „მეც დავუჭერ“, – განუცხადა მაკრახიძემ რადიო „მოზაიკას“.