5 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

5 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

5 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდი იქნება. როგორც „ინტეპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ცაკლეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე, მცირე წვიმა. კერძოდ, 3 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლოა იწვიმოს.

ამასთან, 3–4 სექტემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 17–22 მ/წ–ში იქნება. 

5 სექტემბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28–30 გრადუსის ფარგლებში იქნება; დასავლეთ საქართველოს დაბლობში – დღისით ჰაერის ტემპერატურა 29–34 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ