ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ვხელმძღვანელობდი „საქართველოს რკინიგზას“, დაიწყო ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები გერმანიის რკინიგზასთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს „დოიჩე ბანი“ საქართველოს რკინიგზის ოფიციალური პარტნიორია, ეს კი ნიშნავს, რომ გერმანიის რკინიგზა არის არა მხოლოდ „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი, არამედ ზოგადად, საქართველოს ეკონომიკამ ევროკავშირის ტერიტორიაზე ძალიან ძლიერი და სანდო პარტნიორი შეიძინა.