„ევროპული საქართველო

„ევროპული საქართველო" ანგელა მერკელთან შეხვედრაზე ოკუპაციაზე, ნატო-ში ინტეგრაციასა და ქვეყნის შიგნით არსებული ვითარებაზე გაამახვილებს ყურადღებას

„ევროპული საქართველო" გერმანიის კანცლერთან შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას. როგორც ჟურნალისტებს პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, ეს საკითხებია: ოკუპაცია, ნატო-ში ინტეგრაცია და ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება. 

„ანგელა მერკელთან შეხვედრისას სამ ძირითად საკითხზე ვაპირებთ ყურადღების გამახვილებას. ეს არის: ოკუპაცია და რუსეთთან ურთიერთობები - მიგვაჩნია, რომ ეს თემა უნდა იყოს უმაღლეს დონეზე აწეული, რაშიც სამწუხაროდ ჩავარდნა აქვს ჩვენ ხელისუფლებას; ნატო-ში ინტეგრაცია - ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის როლი ამ კუთხით; ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა - ეს არის დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები და წინასაარჩევნო ვითარება. იმედი გვაქვს, რომ ეს გზავნილები იქნება გაზიარებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან",- განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა.