რა ულტიმატუმს წაუყენებს კალაძე-კობახიძე-მდინარაძის ფრთა ბიძინა ივანიშვილს და რა შუაშია სოზარ სუბარი?

რა ულტიმატუმს წაუყენებს კალაძე-კობახიძე-მდინარაძის ფრთა ბიძინა ივანიშვილს და რა შუაშია სოზარ სუბარი?

,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო უახლოეს დღეებში შეიკრიბება. „2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, კალაძე-კობახიძე-მდინარაძის პოლიტიკური გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატად სოზარ სუბარის დასახელებას მოითხოვს. დედაქალაქის მერი, რომელიც თავად აპირებდა საქართველოს პრეზიდენტობას, მინისტრობიდან გადაყენებული სუბარის კანდიდატურას აქტიურად ლობირებს. მის სამუშაო მაგიდაზე დევს საპრეზიდენტო არჩევნების ხარჯთაღრიცხვაც, თუ რა დაუჯდება „ოცნებას“ საკუთარი კანდიდატის გაყვანა. ცესკომ არჩევნების კალკულაცია უკვე მოახდინა.

სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით „ოცნებაში“ ისეთი განხეთქილებაა, რომ არ არის გამორიცხული, კალაძის ფრთის პოლიტიკური ულტიმატუმი შედეგიანი აღმოჩნდეს და სოზარ სუბარი „ოცნებამ“ საკუთარ კანდიდატად დაასახელოს.

სუბარის სავარაუდო კანდიდატობასთან დაკავშირებით „2020NEWS” ჯერ კიდევ მაისის თვეში წერდა. როგორც ჩანს, სააგენტოს წყაროს მიერ მაშინ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა, ახლა კვლავ გააქტიურდა.

აღსანიშნავია, რომ მაშინ „2020NEWS”-ს სოზარ სუბარმა განუცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობა, როგორც საპენსიო თანამდებობა, არ ხიბლავდა. შეეცვალა თუ არა აზრი ქვეყნის პირველ პირობაზე ბახტაძის კაბინეტის რეგიონალური სამსახურის უფროსს, ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისათვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება. საქართველოს მოსახლეობა პირდაპირი არჩევის გზით ბოლო პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევს.