სალომე ზურაბიშვილმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ საპრეიზდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ზურაბიშვილი ფინანსურ დახმარებას მოქალაქეებისგან ითხოვს.
"რაც ეხება ფინანსებს, ვიცი, რომ მასშტაბი სხვა არის, მაგრამ იგივე პრობლემა მქონდა, როცა დამოუკიდებელ კანდიდატად ვაყენებდი ჩემს კანდიდატურას. ამიტომ იყო, რომ დამცინოდით, რომ ორი „პაჩკა“ სიგარეტი და რატომო და როგორ... იმიტომ, რომ აუცილებელი არის, ასეთ კამპანიაში ჩაერთოს მოსახლეობა. ვიცი ამ მოსახლეობის სიდუხჭირე და პრობლემები, რაც არსებობს, მაგრამ ეს ჩართულობა თავიანთი ძალიან მცირე სახსრებით, არის იმის ნიშანი, რომ მხარს გიჭერენ და შენს გვერდით იქნებიან. ამიტომ დღეს ამ განცხადებას ვაკეთებ, რომ მე ვითხოვ მხარდაჭერას" - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.