"ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ წარადგენს, პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ მხარი არცერთ კანდიდატს დაუჭირონ

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის, პოლიტსაბჭოს წევრებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ წარადგენს.

მისი თქმით, პარტიამ შესაძლოა რომელიმე კანდიდატს დაუჭიროს მხარს მას შემდეგ, რაც კანდიდატთა სრული სია გახდება ცნობილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ არც ის გამორიცხა, რომ მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირონ.