პარტიიდან ჩემი გარიცხვის შესახებ მესიჯს ჩატში აგზავნიდნენ, თუ რა უნდა ეთქვათ

პარტიიდან ჩემი გარიცხვის შესახებ მესიჯს ჩატში აგზავნიდნენ, თუ რა უნდა ეთქვათ

პარტიიდან ჩემი გარიცხვის შესახებ მესიჯს აგზავნიდნენ, თუ როგორ უნდა ელაპარაკათ, - ამის შესახებ ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა. 

“ასეთი მესიჯი ჩატში დაიგზავნა, თუ რა უნდა ეთქვათ - რასაც კოლექტიური ზარდიაშვილები დამწკრივებული ლაპარაკობდნენ ეგ იყო“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ. 

დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ პარტია “ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ სამდვინოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და წინ არის შემდგომი პროცედურა, პოლიტსაბჭოს სახით.