სუს-ის ინფორმაციით, რუსულ ვერტმფრენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფრენა არ განუხორციელებია, ის ოკუპირებული ცხინვალიდან ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით მიფრინავდა. მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„აღნიშნულ ვერტმფრენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფრენა არ განუხორციელებია. ოკუპირებული ცხინვალიდან ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით მიფრინავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცხელი ხაზი გააქტიურებულია და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.