ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის, კონსტანტინე სირაძის განცხადებით, თუკი რაიმე მტკიცებულება გამოჩნდება, პირველი იქნება, ვინც დაიწყებს მიხეილ კალანდიას დევნას განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.
ამის შესახებ სირაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ არ წარედგინა ბრალი კალანდიას მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.
“ამ გარემოებებზე მე მქონდა საუბარი ზაზა სარალიძესთან, როცა მას შევხვდი. ამ კონკრეტული გარემოებით, ბრალდების მხარეს არ ჰქონდა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომ მ.კ.-ს ქმედება შეფასებულიყო ჯგუფურად განზრახ მკვლელობის თანამონაწილეობად. ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, თუ გამოიკვეთება რაიმე კონკრეტული ბრალეულობა და იარსებებს პირდაპირი მტკიცებულება, რაც მე, როგორც პროკურორს, მომცემს საშუალებას ბრალის დადასტურების, პირველი ვიქნები, ვინც დევნას დაიწყებს მ.კ.-ს მიმართ, განზრახ მკველობაში თანამონაწილეობისთვის“, - განაცხადა სირაძემ.