სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება ნაჩქარევია

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება ნაჩქარევია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება ნაჩქარევია.

კაპანაძის თქმით, ნაჩქარევია შეფასება, ვინაიდან ჩვენება შესწავლილი არ არის. 

„ჩვენება, რომელიც გუშინ მივიღეთ უნდა გავაანალიზოთ, ვინაიდან მიღებულია ძალიან საინტერესო ინფორმაცია. უნდა შევისწავლოთ ის, უნდა შევადაროთ ადრე მიღებულ ჩვენებებს და ამის შემდეგ უნდა ვთქვათ, იყო თუ არა რეკომენდაცია ნაჩქარევი, ან სწორი. რეკომენდაციას რაც შეეხება, ის იყო დაყრდნობილი საქმის მასალებზე, რომელიც ჩვენ ხელთ გვქონდა. მე არ მგონია, რომ ასეთი სწრაფი კომენტარი გამართლებული არ არის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები არის ვალიდური და დროული. 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარის მიერ მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაცია ნაჩქარევი იყო.

რამდენიმე ხნის წინ, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ორი რეკომენდაციით გამოვიდა, ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო მეორე - მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.