მიხეილ კალანდიას გამოკითხვით დადასტურდა, რომ საგამოძიებო კომისიამ მასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა იჩქარა

მიხეილ კალანდიას გამოკითხვით დადასტურდა, რომ საგამოძიებო კომისიამ მასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა იჩქარა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომიიის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას გამოკითხვით დადასტურდა, რომ საგამოძიებო კომისიამ მასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა იჩქარა. 

მდინარაძის თქმით, მისი ეს პოზიცია გუშინდელი გამოკითხვით დადასტურდა.

"მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კომისიის უმრავლესობამ იჩქარა. ეს გუშინდელ გამოკითხვაზე დადასტურდა. მე პირადად უფრო მაინტერესებს, ხომ არ იყო ამ ადამიანის როლი ისეთი, როგორზეც ეჭვები გამოითქმებოდა კომისიის შექმნის მომენტში. ის არ უნდა იყოს მიზანი, რომ მისი ქმედების გარკვეული უტრირებული, გადაზედმეტებული დაკვალიფიცურება მოხდეს და დანაშაულად შეირაცხოს. როცა ვსაუბრობთ იმაზე, ჩაიდინა თუ არა რაიმე ქმედება, რაზეც ეჭვები იყო, დაკვალიფიცირდეს ის გაცილებით ხისტად, ეს არ უნდა იყოს ინტერესი", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.