ბიძინა ივანიშვილის პასუხებმა დააპატარავა და სასაცილო მდგომარეობაში დატოვა ზოგიერთი მოკლე მანძილზე მორბენალი კრიტიკოსი

ბიძინა ივანიშვილის პასუხებმა დააპატარავა და სასაცილო მდგომარეობაში დატოვა ზოგიერთი მოკლე მანძილზე მორბენალი კრიტიკოსი

ბიძინა ივანიშვილის პასუხებმა დააპატარავა და სასაცილო მდგომარეობაში დატოვა ზოგიერთი მოკლე მანძილზე მორბენალი კრიტიკოსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ორჯერ მეტად დასაფასებელია ის, რომ „ამდენი გაკეთებული საქმის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა აირჩია თავმდაბალი, ქვეყნისთვის უპირობო დახმარების და სამართლიანობის დაცვის პოზიცია“.

„ეს იყო გულწრფელი, პასუხისმგებლობით სავსე და სამართლიანი ადამიანის პასუხები კითხვებზე, რომელიც თვეების განმავლობაში ოპონენტების მიერ ვრცელდებოდა საზოგადოებაში. ამ პასუხებმა დააპატარავა და სასაცილო მდგომარეობაში დატოვა ზოგიერთი მოკლე მანძილზე მორბენალი კრიტიკოსი.

ორჯერ მეტად დასაფასებელია ის, რომ ამდენი გაკეთებული საქმის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა აირჩია თავმდაბალი, ქვეყნისთვის უპირობო დახმარების და სამართლიანობის დაცვის პოზიცია, მაშინ როდესაც, მისი გაკეთებული საქმეების ლენტებს დიდი სიხარულით ჭრიდნენ სხვადასხვა ადამიანები, ზოგჯერ კი ხელსაც უშლიდნენ ამ სასიკეთო პროექტებს,” - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.