საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა

საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა

საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. 

როგორც კობახიძემ განმარტა, გუნდი იმსჯელებს, პარტიული სახე უნდა იყოს კანდიდატი თუ - არა. "პოლიტსაბჭოს ფორმატში და უმრავლესობის ფირმატში განვიხილავთ ამ საკითხს და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. რადგან არის რამდენიმე კანდიდატი განხილვის პროცესში, შესაბამისად, ბუნებრივია არის სხვადასხვა მოსაზრებები, რაც ნორმალურია", - აღნიშნა კობახიძემ. 

კითხვაზე, ეს კანდიდატები სახელისუფლებო წრეებიდან არიან თუ არა, კობახიძემ უპასუხა: "ესეც არის კონცეპტუალური საკითხი. ერთ-ერთი არის ზუსტად ეს, ჩვენი პარტიის სახე უნდა იყის საპრეზიდენტი კანდიდატი თუ არ უნდა იყოს. ეს კონცეპტუალური საკითხიც განიხილება. ამ პროცესში ამაზეც მივიღებთ პინციპულ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ასევე არის მსჯელობა იმაზე, პარტიული სახე უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი, აგრეთვე, ცალკე მსჯელობის საგანია ის, ცნობადი სახე უნდა იყოს თუ არაცნობადი.

"რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციაა, რაც უფრი ცნობადია კანდიდატი, მით უკეთესია საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისთვის. შესაბამისად, ბუნებრივია პრიორიტეტი ცნობადობას მიენიჭება, თუმცა აბსოლუტური კრიტერიუმი ეს ვერ იქნება", - განაცხადა კობახიძემ.