25 ივლისს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა ზოგან +40 გრადუსს მიაღწიოს

25 ივლისს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა ზოგან +40 გრადუსს მიაღწიოს

25 ივლისს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა ზოგან +40 გრადუსს მიაღწიოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრი ავრცელებს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივლისს შედარებით გამოიდარებს და 27 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსამდე მოიმატებს. 26 ივლისს კი 2 – 3 გრადუსით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში 25 – 26 ივლისს ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
დედაქალაქში 24 – 26 ივლისს დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს.