გიგა ბოკერია უმრავლესობის წევრებს - ნუ დაგვინდობთ ბატონებო, დაგვდეთ ბრალი

გიგა ბოკერია უმრავლესობის წევრებს - ნუ დაგვინდობთ ბატონებო, დაგვდეთ ბრალი

ნუ დაგვინდობთ ბატონებო, დაგვდეთ ბრალი, - ასე უპასუხა “ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმარვლესობის წევრებს, მამუკა მდინარაძეს და ანრი ოხანაშვილს, რომლებმაც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადეს, რომ „არ სურთ უმცირესობა ვინმეს ადვოკატირებაში დაადანაშაულონ“.

“ძალიან დიდი ბოდიში, თუ თქვენი რომელიმე კითხვის დროს რაღაც ემოცია ვერ შევიკავეთ. არც ჩაშლა გვიცდია თქვენი დაკითხვის და არც არაფერი. რაც შეეხება თქვენს ბრალდებებს, გვეუბნებით, რომ არ გინდათ ბრალი დაგვდოთ. დაგვდეთ ბრალი, ნუ დაგვინდობთ, ძალიან გთხოვთ. არ გვჭირდება წინასწარი მორიგებები. თქვენთვის არანაირი ბრალი არ დაგვიდია, თუ გარიგებას გვთავაზობთ, ამაზე ვერ დაგთანხმდებით. ჩვენ ვსვამთ კითხვებს პროკურატურასთან. გულის სიღრმეში მჯერა, რომ თქვენ რასაც აპირებთ, ის საქმე არ გამოვა“, - უპასუხა მდინარაძეს და ოხანაშვილს ბოკერიამ.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის ყოფილი პროკურორის და მისი ყოფილი მოადგილის გამოკითხვა მიმდინარეობს.