დღეს, დამასკოში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და სირიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ „შეთანხმებას“ ხელი მოეწერება

დღეს, დამასკოში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და სირიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ „შეთანხმებას“ ხელი მოეწერება

დღეს, დამასკოში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და სირიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ „შეთანხმებას“ ხელი მოეწერება. აღნიშნული“ შეთანხმების“ ხელმოწერა სირიაში ანატოლი ბიბილოვის ვიზიტის ფარგლებში მოხდება.

„სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ. 2011 წლიდან ეს სამხრეთ ოსეთის დელეგაციის პირველი ვიზიტია სირიაში“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწემ დავით გაზათიმ. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ ხელი მოეწერა „შეთანხმებას“ სირიასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.