რამდენიმე სერიოზული კანდიდატი განიხილება, რომელსაც შესაძლებლობა აქვს საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში მოიგოს

რამდენიმე სერიოზული კანდიდატი განიხილება, რომელსაც შესაძლებლობა აქვს საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში მოიგოს

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რამდენიმე სერიოზულ კანდიდატს განიხილავს. 

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს.

“რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას, კანონით გათვალისწინებულ ვადებში ჩვენი მხრიდან გაჟღერდება გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი მიიღებს. მსჯელობა მიმდინარეობს, განიხილება რამდენიმე სერიოზული კანდიდატი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები“, - განაცხადა კალაძემ.