გიორგი მღებრიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმისა, როდესაც არაფრის გამკეთებელი თანამდებობის პირების დაბინავება ხდება მაღალანაზღაურებად სამსახურში

გიორგი მღებრიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმისა, როდესაც არაფრის გამკეთებელი თანამდებობის პირების დაბინავება ხდება მაღალანაზღაურებად სამსახურში

გიორგი მღებრიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმისა, როდესაც არაფრის გამკეთებელი და წარუმატებელი თანამდებობის პირების დაბინავება ხდება მაღალანაზღაურებად სამსახურში გარკვეული დროით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გიორგი მღებრიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. 
მისი თქმით, ამის არაერთი მაგალითი არსებობს და არავინ იცის, რატომ იღებენ ეს ადამიანები პრემია–დანამატს და რატომ ემსახურებათ შავი ჯიპები. „ამის სხვა მაგალითებიც არსებობს - ნოდარ ხადური მოკალთებულია ასევე მაღალანაზღაურებად სამსახურში, ნარმანია დაასაქმეს და დააბინავეს და ეს არის შემთხვევა, როდესაც ეს ადამიანები, გნებავთ მინისტრობის და მაღალი თანამდებობის დროს და გნებავთ შემდგომ, რაში იღებენ პრემია–დანამატებს ან რატომ ემსახურებათ შავი ჯიპები, კაცმა არ იცის. ბუნებრივია, მღებრიშვილიც ამის კლასიკური განსახიერებაა. ამ ერთი ადამიანის წასვლა არაფერს ნიშნავს. ასეთი უამრავი ადამიანია, რომელიც ცხოვრობს ხალხის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.