ქვეყანას ჰყავს ახალი მთავრობა, რომელსაც ახალი მიზნები გააჩნია, ამიტომ გარკვეული საკადრო ცვლილებები არ უნდა გაგვიკვირდეს

ქვეყანას ჰყავს ახალი მთავრობა, რომელსაც ახალი მიზნები გააჩნია, ამიტომ გარკვეული საკადრო ცვლილებები არ უნდა გაგვიკვირდეს

ქვეყანას ჰყავს ახალი მთავრობა, რომელსაც ახალი მიზნები გააჩნია, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, - ასე აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი გიორგი მღებრიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.

ჟურნალისტებთან საუბარში კახიანი განმარტავს, რომ მღებრიშვილმა თანამდებობა განცხადების საფუძვეზე დატოვა და არ უკავშირდება გიორგი კვირიკაშვილის კადრების ჩამოცილებას. 

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, გიორგი მღებრიშვილმა თავად მიმართა განცხადებით და პრემიერმა განცხადება დააკმაყოფილა. ჩემი აზრით,ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.