„ფეიკ ნიუს“ მედიას რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში კონფრონტაციის ხილვა სურს, რამაც შესაძლოა ომი გამოიწვიოს

„ფეიკ ნიუს“ მედიას რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში კონფრონტაციის ხილვა სურს, რამაც შესაძლოა ომი გამოიწვიოს

„ფეიკ ნიუს“ მედიას რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში კონფრონტაციის ხილვა სურს, რამაც შესაძლოა ომი გამოიწვიოს, - ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა.

„ფეიკ ნიუს“ მედიას ძალიან სურს რუსეთთან მასშტაბური კონფრონტაციის ხილვა, რომელმაც შესაძლოა ომი გამოიწვიოს. უგუნურად ახდენენ ზეწოლას და ეზიზღებათ ის ფაქტი, რომ მე სავარაუდოდ კარგი ურთიერთობები მექნება ვლადიმერ პუტინთან. ჩვენი საქმეები გაცილებით უკეთ მიდის, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას მისდის“, - დაწერა დონალდ ტრამპმა. 

16 ივლისს ფინეთის დედაქალაქში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგა. „რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან. საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო სურვილი აქვთ, ურთიერთობები აღადგინონ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „დიპლომატია და ურთიერთქმედება უკეთესია, ვიდრე კონფლიქტი და დაპირისპირება, ხოლო მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი მსოფლიოს ინტერესებს პასუხობს“.