როცა შენი გუნდის წინააღმდეგ აღმოჩნდები შეტევაში, არ უნდა გაგიკვირდეს თუ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვას.
მისივე თქმით, არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, პრინციპები, რომლის დარღვევის უფლებასაც არავის მისცემენ.
„თუ ეს გამეორდება მომავალში, იქნება კიდევ უფრო მკაცრი პასუხი“, -განაცხადა თალაკვაძემ.