უმრავლესობისა და ფრაქციის ჩატიდან უკვე ამომშალეს - ველოდები ფრაქციიდან გარიცხვას

უმრავლესობისა და ფრაქციის ჩატიდან უკვე ამომშალეს - ველოდები ფრაქციიდან გარიცხვას

უმრავლესობისა და ფრაქციის ჩატიდან უკვე ამომშალეს - ველოდები ფრაქციიდან გარიცხვას, უკვე ყველაფერს ველოდები, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ჯერ კიდევ ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა, რომელიც გუშინ პარტიიდან გარიცხეს. 

“აუსრულდა ოცნება მამუკა მდინარაძეს - მისი ფრაქციის წევრი აღარ ვიქნები. ველოდები, რომ ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ გამრიცხავენ. რაც შეეხება უმრავლესობაში დარჩენის საკითხს, რომ მოვინდომო, არსებობს მეთოდი, რომ უმრავლესობაში შემავალი სხვა პარტიის ფრაქციაში შევიდე. მე, პარლამენტიდან ნამდვილად არ წავალ და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ. ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, გამაჩნია ჩემი ღირებულებები. ეს ღირებულებებია მნიშვნელოვანი ჩემი ამომრჩეველისთვის, რადგან ჩემი და მათი ღირებეულებები ერთმანეთს ემთხვევა. არასდროს არ მითამაშია, არასდროს „მისპეკულანტია“. არის საკითხები, რაც მაწუხებს და პოლიტიკაშიც იმიტომ ვარ, რომ შევძლო მიცემული დაპირებების შესრულება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დავით ჭიჭინაძემ. 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ სამდივნომ გუშინ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.