კამპანიის წამოწყების მცდელობა ჰქონდათ, თითქოს ჩვენ ძაღლს ტიფანის ცუდ პირობებში ვამყოფებდით, რაც არ გამოუვიდათ

კამპანიის წამოწყების მცდელობა ჰქონდათ, თითქოს ჩვენ ძაღლს ტიფანის ცუდ პირობებში ვამყოფებდით, რაც არ გამოუვიდათ

კამპანიის წამოწყების მცდელობა ჰქონდათ, რომ თითქოს ჩვენ ძაღლს ტიფანის ძალიან ცუდ პირობებში ვამყოფებდით, - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„საუბარი იყო ჩვენ ძაღლზე - ტიფანიზე, რომელიც თავშესაფრიდან წამოვიყვანეთ და ჩვენთან არის, თითქოს ძალიან ცუდ პირობებში ვამყოფებდით მას. ამაზე კამპანიის წამოწყების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა, ეს ნამდვილად არ გამოუვიდათ, რადგან ყველამ იცის ცხოველების მიმართ ჩემი დამოკიდებულება, განსაკუთრებით კი ძაღლების მიმართ“, - განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ტიფანი ცუდ პირობებში იმყოფებოდა.