სოციალური დახმარების პარალელურად, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დამატებით სამუშაო მოძებნოს

სოციალური დახმარების პარალელურად, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დამატებით სამუშაო მოძებნოს

სოციალური დახმარების პარალელურად, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოძებნოს დამატებით სამუშაო, მიიღოს დამატებითი შემოსავალი და სწრაფად დაძლიოს სიღარიბე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სოციალური დახმარების არსებული მოდელის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, არსებული მოდელით, ადამიანი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, სამსახურის დაწყების მოტივაციას კარგავს, რადგან ეშინია აღნიშნული დახმარება არ შეუწყდეს. 

„დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები იღებენ სოციალურ დახმარებას, ეს არის სტაბილური დახმარება თუმცა, როგორც კი ადამიანი დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძებნის, როგორც კი 2-3 თვიან ანაზღაურებად სამუშაოს იშოვის, ან შრომით მიგრაციას მიმართავს სეზონურად - მას ეს დახმარება უწყდება. ამის გამო ბევრი კარგავს მოტივაციას, ეძებოს სამუშაო და დამატებითი შემოსავალი, ბევრს ეშინია სცადოს მუშაობის დაწყება, რომ სოციალური დახმარება არ შეუწყდეს. 
ჩვენი მიზანი კი რა არის? ადამიანი სწრაფად ამოვიდეს სიღარიბიდან, შექმნას საკუთარი ოჯახის ეკონომიკა და ჰქონდეს თავისი შემოსავალი. როდის უფრო სწრაფად შეძლებს ამას? როცა მხოლოდ დახმარებას იღებს თუ დახმარებასთან ერთად სამუშაოსაც რომ მოძებნის და ფეხს მოიკიდებს? უნდა ვიფიქროთ ამ მოდელის შეცვლაზე იმგვარად, რომ სოციალური დახმარების პარალელურად, ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა მოძებნოს დამატებით სამუშაო, მიიღოს დამატებითი შემოსავალი და სწრაფად დაძლიოს სიღარიბე,” - განაცხადა თალაკვაძემ.