POSTV-ის დაბადების დღე აქვს

POSTV-ის დაბადების დღე აქვს

POSTV-ის დაბადების დღე აქვს. 1 წლის წინ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა მულტიმედიური პორტალი, რომელმაც ძალიან მალე შეძლო პოპულარობის მოპოვება. გართობის, ანალიტიკის, ახალი ამბების კონტენტი ინტერნეტმომხმარებლებს Facebook-ის, Myvideo-ს და Youtube-ს მეშვეობით მიეწოდება. რამდენიმე თვის წინ POSTV-მ ტელეკომპანია „მაესტროსთან" თანამშრომლობით დაიწყო სატელევიზიო გადაცემების მომზადება, რომელსაც მაესტროს არხზე მაღალი რეიტინგი აქვს. 

განსაკუთრებულად პოპულარული POSTV-ის ფეისბუქგვერდებია. ერთი წლის განმავლობაში „პოსტვ"-ის პროდუქტი სოციალურ ქსელში 134,509,675-ჯერ ნახეს, ბლოგების ყურებაში კი ჯამში 182,090,283 წუთი გაატარეს. 

განსხვავებული ანალიზი, ოპერატიულობა, სიახლე და მრავალფეროვნება - ეს არის რაც POSTV-ის სხვა ტელევიზიებისგან გამოარჩევს.