მაღლივში მომხრდარ უბდურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს ,,როუფ ჯამფინგის" ორგანიზატორი, მთამსვლელი ირაკლი გუჯაბიძე. გარდაცვლილის მეგობრების თქმით გოგა გოლეთიანი და მისი მეგობარი გოგონა, მარიამ ყანდიაშვილი ერთი თოკით გადახტნენ. ძირითადი თოკის გაწყვეტის შემდეგ მათი უსაფრთხოება ვერც დამზღვევმა თოკმა უზრუნველყო.