ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა სიტუაცია სამიტის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა სიტუაცია სამიტის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა

ვლადიმერ პუტინთან დიალოგი პროდუქტიული იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. 

„დიპლომატია და ურთიერთქმედება უკეთესია, ვიდრე კონფლიქტი და დაპირისპირება, ხოლო მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი მსოფლიოს ინტერესებს პასუხობს. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა სიტუაცია სამიტის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრები უფრო ხშირად გაიმართება.