ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა დაგემილი 1,5 საათის ნაცვლად 2 საათი და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა

ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა დაგემილი 1,5 საათის ნაცვლად 2 საათი და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა

ჰელსინკში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დაგემილი 1,5 საათის ნაცვლად 2 საათი და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის განრიგის თანახმად, მხარეები შეხვედრას გაფართოებულ შემადგენლობაში გააგრძელებენ, რაც 1 საათი და 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ შეხვედრის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ჟურნალისტებისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.