პარლამენტში დეპუტატები ეკა ბესელია და თინა ბოკუჩავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მთავარი პროკურორის დამტკიცებამდე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ტყუილს ამბობს. ბოკუჩავას განცხადებით, ბესელიას ბრალდება ტყუილია, რადგან 2004 წელს ის სტუდენტი იყო და საერთოდ არ იცნობდა ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
რაც შეეხება ეკა ბესელიას, მან დღეს თინა ბოკუჩავას მისამართით განცხადება გააკეთა.
„მე თქვენ 2004 წლიდან გებრძოდით, როგორც კი ხელისუფლებაში მოხვედით2010 წელი იყო, როდესაც თქვენი პრეზიდენტის ბრძანებით, ჩემი სკოლის მოსწავლე 16 წლის შვილი, ჩემს ძმასთან ერთად დააპატიმრეს და ჩემი ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეს. მაშინ როდესაც შენი ლიდერი სააკაშვილი ჩემს ოჯახის წევრებს ატერორებდა და მძევლად ჰყავდა, მაინტერესებს შენ, თინა ბოკუჩავას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ოქროს სამაჯურს საჩუქრად რატომ გიგზავნიდა. ეს კონკრეტული ფაქტი არის იმ ბრალდების საქმეში, რომელიც სასამართლოშია გაგზავნილი“, - მიმართა ეკა ბესელიამ თინა ბოკუჩავას.