მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული

მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული

მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული, - აღნიშნულ განცხადება დღეს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. 

“მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს! ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო“, - განაცხადა თალაკვაძემ. 

მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.