ასეთი ტრაგიკული შემთხვევები მთლიანად ქვეყნის პრობლემაა და საგანგებო განხილვას საჭიროებს

ასეთი ტრაგიკული შემთხვევები მთლიანად ქვეყნის პრობლემაა და საგანგებო განხილვას საჭიროებს

პარლამენტის ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ტყიბულში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის მთლიანად ქვეყნის პრობლემა და დამსაქმებელმა მეტად უნდა იზრუნოს უსაფრთხოებაზე. ამასთან, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ეს პროფესია თავისი შინაარსით საფრთხესთანაა დაკავშირებული. 

„დამსაქმებელმა უნდა გაიღოს გარკვეული ხარჯი, მაგრამ ეს თვითონ პროფესია არის ასეთი, დაკავშირებული ძალიან დიდი საფრთხესთან. ასეთი ტრაგიკული შემთხვევები, ამდენი ხალხის დაღუპვა არ არის ერთი და ორი ადამიანის, ან თუნდაც იმ დასახლების პრობლემა, ეს მთლიანად საქართველოს პრობლემაა და საგანგებო განხილვას საჭიროებს. მაგრამ რამდენიც არ უნდა განიხილო, როგორი ძლიერი ინსპექტიების სისტემაც არ უნდა ჩამოაყალიბო, დამსაქმებელმა გაცილებით მეტი უნდა იზრუნოს ალბათ, თუმცა პროფესიონალის დასკვნა არის საჭირო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.