აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში რადიკალური რელიგიური ჯგუფების წევრები დააკავეს

აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში რადიკალური რელიგიური ჯგუფების წევრები დააკავეს

აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში რადიკალური რელიგიური ჯგუფების 18 წარმომადგენელი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, დაკავებულები სუმგაითში არასანქცირებული საპროტესტო აქციის გამართვას და არეულობის მოწყობას გეგმავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება აქტივისტების საქმიანობის ანალიზის საფუძველზე მოხდა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები არეულობებში გადაიზარდა. აქციების მონაწილეები რუსეთის მოქალაქე იუნის საფაროვს უჭერდნენ მხარს, რომელიც განჯას მერზე თავდასხმაშია ბრალდებული. დემონსტრანტებისა და პოლიციელების შეტაკებებს ორი სამართალდამცავი ემსხვერპლა.